სტრატეგიული განვითარების მენეჯერი, მოლარე » Gejobs.Biz - საქართველოს სამუშაოს ძიება აქ იწყება
მთავარი კონტაქტი ფავორიტები
�������� ��������� ���� ������ � ���������.
������� ��������� dle ������� � ���������.
������ ��������� ������� ������? �������� �������� �������� ������� ������� �� �����.
 RSS დარეგისტრირდი რომ დაამატოთ თქვენი განცხადება » ვაკანსიები » სტრატეგიული განვითარების მენეჯერი, მოლარე
  • გამოკითხვა საიტზე

    მოგწონთ საიტი? [?]

    კი winked
    ნორმალურია wink
    არა sad

    ტოპ სიახლეები

    ინფორმაცია

  • სტრატეგიული განვითარების მენეჯერი, მოლარე

    ავტორიავტორი: chopper  თარიღი: 5-08-2013, 12:25  კომენტარი: (0)
    კომპანია "ინტელ ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

    1. სტრატეგიული განვითარების მენეჯერი

    "ინტელ ექსპრესი" საქართველოში ფუნქციონირებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსით, კომპანია თავის საქმიანობას ახორციელებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, გააჩნია საკუთარი ფილიალები და ლიცენზიები საბერძნეთში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთში, უკრაინაში და არის ლიდერი ფულადი გზავნილების ბაზარზე, მათ შორის, საქართველოში.

    ძირითადი მოვალეობები:

    ** კომპანიის საქმიანობის ლოკალური და გლობალური განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და განხორციელება;
    ** სტრატეგიული პარტნიორების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება;
    ** არსებულ პარტნიორებსა და აგენტებთან ბიზნეს ურთიერთობების სტრატეგიული განვითარება;
    ** პროექტების შემუშავება, განვითარება და ანალიზი;
    ** მარკეტინგის განყოფილებასთან ერთად, აქციებისა და სხვადასხვა ტიპის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განვითარება.

    უნარები და კვალიფიკაცია:

    ** უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება, საერთაშორისო ურთიერთობები, საბანკო საქმე);
    ** შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
    ** ბიზნეს ურთიერთობის გამოცდილება და საფუძვლიანი ცოდნა (პრეზენტაცია, მოლაპარაკებები, საქმიანი წერილები);
    ** კრეატიული აზროვნება;
    ** ინგლისურისა და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა; დამატებით, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
    ** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, PowerPoint).

    როგორ მოგვმართოთ:

    გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ფოტოსთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@intelexpress.ge 1 სექტემბრის ჩათვლით. სისტემა დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია. განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია "განვითარების მენეჯერი".

    2. მოლარე-ოპერატორი

    "Intel Express" საქართველოში ფუნქციონირებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსით, კომპანია თავის საქმიანობას ახორციელებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, გააჩნია საკუთარი ფილიალები და ლიცენზიები საბერძნეთში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთში, უკრაინაში და არის ლიდერი ფულადი გზავნილების ბაზარზე, მათ შორის, საქართველოში.

    მოლარე-ოპერატორის ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

    ** შემოსული რეზიუმეების გადარჩევა;
    ** კანდიდატების ტესტირება-გასაუბრება;
    ** ტრენინგი.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    ** უმაღლესი განათლება (სასურველია, საბანკო საქმე და ფინანსები);
    ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
    ** ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
    ** ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;
    ** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
    ** მათემატიკური უნარ-ჩვევები ჩაითვლება უპირატესობად.

    პიროვნული უნარები:

    ** ორგანიზებულობა;
    ** მაღალი პასუხისმგებლობა;
    ** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
    ** პუნქტუალურობა;
    ** კომუნიკაბელურობა;
    ** თავაზიანობა;
    ** გუნდური მუშაობის უნარი;
    ** სასიამოვნო გარეგნობა.

    როგორ მოგვმართოთ:

    გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ფოტოსთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@intelexpress.ge 1 სექტემბრის ჩათვლით. სისტემა დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია. განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია "მოლარე-ოპერატორი".  


    კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს.
    მთავარი გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია რათა ისარგებლოთ მეტი უფლებებით.

    კომენტარის დამატება

    სახელი:*
    E-Mail:*
    კომენტარი:
    შეიყვანეთ კოდი
    :*
    ჩართეთ ეს სურათი უსაფრთხოების კოდის დასანახად
    კოდის განახლება
www.wsa.ge
Our official site