პროექტის მენეჯერი » Gejobs.Biz - საქართველოს სამუშაოს ძიება აქ იწყება
მთავარი კონტაქტი ფავორიტები
�������� ��������� ���� ������ � ���������.
������� ��������� dle ������� � ���������.
������ ��������� ������� ������? �������� �������� �������� ������� ������� �� �����.
  • გამოკითხვა საიტზე

    მოგწონთ საიტი? [?]

    კი winked
    ნორმალურია wink
    არა sad

    ტოპ სიახლეები

    ინფორმაცია

  • პროექტის მენეჯერი

    ავტორიავტორი: chopper  თარიღი: 7-07-2013, 11:09  კომენტარი: (0)
    შპს "დიო" წამყვანი კომპანიაა საქართველოში, ფარდა-ჟალუზებისა და მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის წარმოებაში. ფირმა "დიო" დაარსებიდან 17 წელს ითვლის. კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.

    "დიო" -ს წარმატების ერთ-ერთი გამსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.

    იმედია, "დიო" თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

    შპს "დიო" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. პოზიცია უშუალოდ დაექვემდებარება მთავარ ბუღალტერს.

    სამუშაო ადგილი: კომპანიის სათავო ოფისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.

    ჩვენი შემოთავაზებაა:

    ** კომფორტული სამუშაო პირობები;
    ** მორალურად ჯანსაღი გარემო;
    ** 5 დღიანი სამუშაო კვირა,
    ** ადგილზე უფასო კვება;
    ** ჯანმრთელობის დაზღვევა;
    ** თქვენი კვალიფიკაციის შესატყვისი ხელფასი;
    ** ნაწილობრივ, ან სრულად ტრანსპორტირება კომპანიის სათავო ოფისამდე.

    ჩვენი მოთხოვნებია:

    ** უმაღლესი განათლება;
    ** ბუღალტრის თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
    ** საგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
    ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Outlook, MS Excel, MS Word) ცოდნა;
    ** საბუღალტრო პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება;
    ** რუსული, ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
    ** არამწეველი (სასურველია);
    ** კომუნიკაბელური, გუნდთან მუშაობის უნარი.

    თქვენი მოვალეობებია:

    ** რეალიზაციის ოპერაციებთან დაკავშირებული ბუღალტრული აღრიცხვის სრულყოფილი წარმოება და კონტროლი;
    ** რეალიზაციასთან დაკავშირებული ბუღალტრული ოპერაციების სრულყოფილი წარმოება და მათი ასახვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში (სასაქონლო ზედნადების, ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა, დასრულება, აბობეჭვდა, შესაბამის ფაილებში დაარქივება)
    ** რეალიზაციასთან დაკავშირებული საბანკო ოპერაციების სრულყოფილი ასახვა პროგრამა 1C-ში
    ** საჭიროების შემთხვევაში, სალაროს ოპერაციების წარმოება და მათი ასახვა პროგრამა 1C-ში
    ** კოლეგა ბუღალტრის არყოფნის დროს, მისი მოვალეობებიის დროებით შესრულება;
    ** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
    ** კომპანიის აღრიცხვიანობის სისტემის ოპტიმიზაციაში აქტიური მონაწილეობა.

    ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge. შეგვატყობინეთ წერილობით თქვენი სასურველი სახელფასო სარგო.

    განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 25 ივლისი. შერჩეულ კანდიდატებს დაგეგზავნებათ შეტყობინება ელ-ფოსტაზე, რის შემდეგაც მოგიწევთ 2 ეტაპის გავლა - ტესტირება და გასაუბრება.

    ყურადღება: გთხოვთ, გაითვალიწინოთ, რომ სამოტივაციო წერილისა და სახელფასო სარგოს მითითების გარეშე თქვენი CV არ განიხილება.

    გისურვებთ წარმატებებს!


    კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს.
    მთავარი გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია რათა ისარგებლოთ მეტი უფლებებით.

    კომენტარის დამატება

    სახელი:*
    E-Mail:*
    კომენტარი:
    შეიყვანეთ კოდი
    :*
    ჩართეთ ეს სურათი უსაფრთხოების კოდის დასანახად
    კოდის განახლება
www.wsa.ge
Our official site